ვიქტორ ვალდესის "ბარსელონა" "ინტერთან" განადგურდა

ვიქტორ ვალდესის "ბარსელონა" "ინტერთან" განადგურდა

ვიქტორ ვალდესის მიერ გაწვრთნილი "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდი ცუდ დღეშია. ახალგაზრდა კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 თამაშიც წააგეს, თან როგორ...

დღეს, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, "ბარსელონამ" "ინტერს" უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე 0-3 განადგურდა.

პირველ ტურში კატალონიელები "დორტმუნდთან" სტუმრად 1-2 დამარცხდნენ. 2 ტურის შემდეგ, "ბარსა" ჯგუფში ერთადერთი გუნდია, რომელიც უქულოა, შესაბამისად, ვალდესის შეგირდები ბოლო ადგილს იკავებენ.

შიდა ჩემპიონატში, "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს, 4 თამაშში 3 მოგება და 1 ფრე აქვს. ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა. ამის მიზეზი კი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობაა - "ბარსა" ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ახალგაზრდა კატალონიელები, წინა 6 გათამაშებაში, ჯგუფიდან ყოველთვის გადიოდნენ, 4-ჯერ მათ 1/2-ფინალში ითამაშეს, აქედან ბოლო 3 გათამაშებაში, ხოლო 2-ჯერ ტურნირი მოიგეს კიდევ, რაც "ჩელსის" შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ოქტომბერი 2019 21:39
    4
    აბა ვალდესი უშველიდა ამათ ;დდდ რა ვალდესი რის ვალდესი ეეჰ
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★