ანსუ ფატი ესპანეთის ვერცერთ ნაკრებში ვერ მოხვდა
ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისთვის ესპანეთის პირველი, 21-წლამდელთა და 17-წლამდელთა ნაკრებების განაცხადებია ცნობილია და "ბარსელონას" 16 წლის ტალანტი ანსუ ფატი ვერცერთ მათგანში მოხვდა. არადა, ბოლო დღეებში, აქტიური განსჯის საგანი იყო, თუ რომელ გუნდში უნდა ეთამაშა ამომავალ ვარსკვლავს.
როგორც As-მა გაარკვია, ფატის ნაკრებებს მიღმა დარჩენის მიზეზი არც მისი ტრავმაა და არც ფეხბურთელისთვის მწვრთნელების მიერ უარის თქმა. საქმე ისაა, რომ ანსუს FIFA-სგან ესპანეთის ნაკრებში თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია, რადგან ის ქვეყნის მოქალაქე ახლახანს გახდა. მადრიდული გამოცემის ცნობით, ფატი ამ ნებართვას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ვინაიდან ანსუ ფატი ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისთვის ვერც პირველ გუნდში მოხვდა და ვერც 21-წლამდელებში, გაიზარდა იმის შანსი, რომ ის ოქტომბერ-ნოემბერში ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე წავიდეს, რის გამოც ფეხბურთელი "ბარსელონას" 7 თამაშში ვერ დაეხმარება, მათ შორის "ელ კლასიკოშიც".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]