ჟორდი ალბამ, შესაძლოა, "სევილიასთან" ითამაშოს
"ბარსელონას" მთავარმა მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ, შესაძლოა, "სევილიასთან" ხვალ გასამართი თამაშისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.
ამჟამად, ერნესტო ვალვერდეს მთავარი საფიქრალი მარცხენა მცველის პოზიციაა, რადგან ტრავმირებულია როგორც ალბა, ასევე მისი შემცვლელი ჟუნიორ ფირპო, თამაშამდე კი მხოლოდ ერთი დღეა დარჩენილი.
თუმცა, Sport-ის ცნობით, არაა გამორიცხული, ალბამ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. პარასკევს, "ბარსელონას" პირველი გუნდი ისვენებდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ჟორდი ალბა ბაზაზე მაინც გამოცხადდა და დამატებით ივარჯიშა.
დღეს, ერნესტო ვალვერდემ "სევილიასთან" მატჩისთვის განაცხადი უნდა დაასახელოს და შესაძლოა, მასში 30 წლის კატალონიელი მარცხენაფლანგელიც მოხვდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]