რივალდო: ივან რაკიტიჩი სასტარტო შემადგენლობაში მალე დაბრუნდება
"ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი კატალონიური გუნდისთივს მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსს დაიბრუნებს.
"მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულოდ ცოტა დრო ეძლევა, ივან რაკიტიჩი "ბარსელონასთვის" კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
როდესაც სასტარტო შემადგენლობაში არ ხარ, გუნდი კარგად თამაშობს და იგებს, მწვრთნელისთვის ძნელია ცვლილება განახორციელოს და შედეგად, სათადარიგოთა შორის მოსალოდნელზე დიდ დროს ატარებ. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც რაკიტიჩი, ამ ეტაპზე, სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება.
ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და გამოცდილების წყალობით, მოედანზე მალე დაბრუნდება." - განაცხადა რივალდომ Betfair-თან საუბრისას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]