Don Balon: მესის "ბარსელონაში" დე ლიხტის ხილვა სურს
ხმაურიანი ჭორების გავრცელებით გამორჩეული ესპანური გამოცემა Don Balon მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. ამ გამოცემის ჟურალისტების ცნობით, ლიონელ მესის სურს, რომ "ბარსელონამ" ახლგაზრდა ჰოლანდიელი ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტისთვის ბრძოლა არ შეწყვიტოს.
გასულ ზაფხულში, 20 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონას" "იუვენტუსი" ამჯობინა და ტურინელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იმის მიუხედავად, რომ "ბებერი ქალბატონიდან" მის უახლოეს მომავალში წასვლაზე არაფერი მიანიშნებს, ლეო მესი მაინც შიშობს, რომ შესაძლოა, ფეხბურთელი "რეალში" გადავიდეს. ამისგან თავის დასაცავად, მას სურს, რომ "ბარსელონამ" ახალგაზრდა ტალანტისთვის იბრძოლოს.
აქვე დავამატებთ, რომ Don Balon სანდო წყაროების რიგებს ნამდვილად არ მიეკუთვნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]