რაფა მარკესი: მესი გამიბრაზდა და მიყვიროდა, სანამ გვარდიოლამ არ დააწყნარა

რაფა მარკესი: მესი გამიბრაზდა და მიყვიროდა, სანამ გვარდიოლამ არ დააწყნარა

მექსიკელი ყოფილი ფეხბურთელი, რაფა მარკესი, რომელიც "ბარსელონას" ღირსებას 2003-10 წლებში იცავდა, ლიონელ მესისთან დაკავშირებულ ეპიზოდს იხსენებს. 

"ვარჯიშის დროს 7-7-ზე ვთამაშობდით და ლეო ჩემს გუნდში იყო. 

მან ბურთი მიიღო და ერთი ფეხბურთელი ჩამოიტოვა, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, შემობრუნდა და ისინი ისევ მოატყუა. ბურთი ერთი წამითაც არ გაუშვია. შემდეგ მე დავუყვირე: "ლეო, გაუშვი!"

ის ისე გაბრაზდა, რომ ყვირილი დაიწყო, ჩემთან მოვიდა და კამათი დავიწყეთ, სანამ პეპ გვარდიოლა არ მოვიდა და დააწყნარა. 

როცა მესი ძალიან ახალგაზრდა იყო, მის შესახებ ბევრი გვესმოდა. ვიცოდით, რომ "ბარსა ბ"-ში საოცრებებს აკეთებდა და ახალ დიეგო მარადონად მივიჩნევდით. მისი ზრდის პროცესს დავესწარი და ეს შესანიშნავი იყო".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #3 18 ოქტომბერი 2019 13:00
    0
    ციტატა: me da barca
    არ ვიცი ვინ ვის უყვირა, მაგრამ ეს სათაური რომ ძაან ყვირის ეს აშკარაა.

    smile smile smile
    ხოდა, ზუსტად მაგიტომ, მასეთი შინაარსობრივი შეუსაბამობების გამო ხანდახან მხოლოდ სათაურს ვკითხულობ ხოლმე..
    [?]
    #2 18 ოქტომბერი 2019 00:15
    7
    და რა მოყვა ეხლა ამან?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ოქტომბერი 2019 23:58
    1
    რას უყვიროდი რო უყვიროდი გეცლია ბავშვისთვის ზროსლების მოტყუება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued