რუდ ვან ნისტელროი მესის ქებაზე: ასეთი რამ არასდროს მითქვამს
გუშინ, ესპანური და ინგლისური მედია (Sport, As, Fox Sport, ESPN, Daily Mail და Squawka) აქტიურად ავრცელებდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, რუდ ვან ნისტელროის კომენტარს, რომელიც ლიონელ მესის ეხებოდა.
თუმცა, დღეს ყოფილმა ფეხბურთელმა თავად დაადასტურა, რომ ეს ციტატა ყალბია: "ეს არასდროს მითქვამს." - დაწერა ვან ნისტელროიმ Twitter-ზე.

ამის შემდეგ ინგლისურმა ESPN-მა და ესპანურმა As-მა თავიანთი გვერდებიდან ეს ციტატა წაშალეს. ასეთი სწრაფი რეაქციით კმაყოფილი დარჩა რუდ ვან ნისტელროიც და მანაც წაშალა ზემოთხსენებული კომენტარი.
"მადლობა, რომ ციტატა წაშალეთ, As და ESPN. მოდით, ვისიამოვნოთ მესისა და რონალდუს თამაშით სანამ შეგვიძლია." - დაამატა რუდმა.
Thanks for removing the quote AS and espn fc. Let’s enjoy watching Cristiano and Leo while we can!
— Ruud van Nistelrooij (@RvN1776) October 22, 2019
♥️⚽️
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]