ერნესტო ვალვერდე: არ ვიცი, რატომ გადაიდო "კლასიკო"
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ვერ გაუგია, თუ რატომ გადაიდო "ელ კლასიკო". 55 წლის სპეციალისტს ის ფაქტი აკვირვებს, რომ კატალონიაში არსებული არეულობის მიუხედავად, "ესპანიოლისა" და "ვილიარეალის" ბარსელონაში თამაში შეიძლება, მაგრამ "ელ კლასიკოს" ჩატარება - არა.
"დანამდვილებით არ ვიცი, რატომ გადაიდო "ელ კლასიკო". ეჭვი მაქვს, ეს ბარსელონაში არსებულ პროტესტს უკავშირდება. როგორც უკვე ვთქვი, მერჩივნა, თამაში შაბათს გამართულიყო.
გამიხარდებოდა, თუ გადაწყვეტილების მიღების დროს საღი აზრის სიჭარბე იქებოდა. "ესპანიოლმა" და "ვილიარეალმა" გასულ უქმეებზე ბარსელონაში ითამაშეს, მაგრამ ამ უქმეებზე თამაში გადაიდო. და რა მოხდება, თუ "კლასიკოს" ახალ თარიღსაც დემონსტრაცია დაემთხვევა?" - ვალვერდეს ამ სიტყვებს ESPN ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]