ლიონელ მესი: VAR-ს არასწორად იყენებენ

ლიონელ მესი: VAR-ს არასწორად იყენებენ

"ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ფეხბურთში ახლახანს დანერგილ ტექნოლოგიაზე, VAR-ზე (ვიდეორეფერი) საუბრობს.

"ვიდეორეფერი მომწონს, მაგრამ მაშინ, როდესაც მას სწორად იყენებენ. რაც არ მომწონს, არის ის, რომ ეს ტექნოლოგია ეჭვების გასაფანტად შემოიღეს, მაგრამ ამ მიზანს ვერ ასრულებს. საბოლოოდ, გადაწყვეტილებას იგივე მსაჯი იღებს, ან სხვა მსაჯი ოთახში. გადაწყვეტილების მიღება არ ხდება იმის მიხედვით, თუ რა ხდება სინამდვილეში. ვიდეორეფერი ძალიან კარგი რამეა, მაგრამ არასწორად იყენებენ." - განაცხადა მესიმ TyC Sports-თან ინტერვიუს დროს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 29 ოქტომბერი 2019 15:11
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    დაიხვეწება ნელა-ნელა ვიდეო რეფერის გამოყენება

    რაღა დახვეწა უნდა, რომ არ იყოს რომელიმე სხვა სპორტში და პირველად იყენებდნენ კიდევ ჰო.
    რაგბში როგორც არის ეგრე უნდა იყოს აქაც, დიდ ეკრანზე და ყველამ ნახოს ეპიზოდი, რათა დარწმუნდნენ რომ სწორედ იქცევა მსაჯი.

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    "სიტი" გამახსენდა, როდესაც ტოტეს ხელბურთი "ვერ დაინახეს", სამაგიეროდ აგუეროს 1,5 სმ-იანი თამაშგარე მაშინვე შეამჩნია.

    ჰო და ამიტომ საჭიროა რაგბის სისტემით დაინერგოს ვიდეო რეფერი.

    როდესაც რაგბზე ვიდეო რეფერი ირთვება და გადამოწმება ხდება მომენტის: იმას მთელი სტადიონი ხედავს.
    ამ დროს კი არანაირი კითხვები აღარ ჩნდება, სანდოობაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ოქტომბერი 2019 20:42
    0
    დაიხვეწება ნელა-ნელა ვიდეო რეფერის გამოყენება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued