"მილანი" რაკიტიჩის შეძენას ეცდება
იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანი" "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
"როსონერის" ხელმძღვანელი, ივან გაზიდისი კლუბის სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით ასეთ განცხადებას აკეთებს:
"როგორც წესი, იანვარში სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობით არ გამოვირჩევით, მაგრამ ხანდახან ეს საჭიროა. ჩვენ აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ, როგორც გონსალო იგუაინის შემთხვევაში მოვიქეცით".
გუნდში მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ივან რაკიტიჩის იანვარში წასვლა რეალურია და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ფეხბურთელი შეთავაზებების ნაკლებობასაც არ უჩივის - მას "ინტერს", "იუვენტუსს", "პარი სენ-ჟერმენს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]