"ვალიადოლიდის" მწვრთნელი: მესი აისბერგის წვერი იყო
"ვალიადოლიდის" მთავარი მწვრთნელი სერხიო გონსალესი მიიჩნევს, რომ "ბარსელონასთან" მისი გუნდის 1-5 განადგურება მხოლოდ ლეო მესის დამსახურება არაა.
"მესი აისბერგის წვერია, მაგრამ ყველამ მაღალ დონეზე ითამაშა. მათ თავიანთი სათქმელი ჰქონდათ, რადგან დიდი ხანია არ უთამაშიათ და მსხვერპლად ყოფნამ ჩვენ მოგვიწია." - ციტირებს სერხიო გონსალესის სიტყვებს Marca.
ლა ლიგის მე-11 ტურში, "ვალიადოლიდთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში მესიმ აქტივში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]