"ვალიადოლიდის" დირექტორი: მესი ვირუსია, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს
"ვალიადოლიდთან" 5:1 გამარჯვების შედეგად "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილის სათავეში მოექცა.
შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა ლიონელ მესიმ, რომელმაც ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. არგენტინელის თამაშით აღფრთოვანებულია "ვალიადოლიდის" დირექტორი დავიდ ესპინარი და ლიონელ მესის იმ დაავადებას ადარებს, რომლის განკურნებაც შეუძლებელია.
"მესი ვირუსია, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. მესი აღფრთოვანებულია რონალდო ნაზარიოთი, ჩვენმა პრეზიდენტმა (რონალდო ნაზარიო) კი თქვა, რომ იგი მესითაა აღფრთოვანებული. ეს ორმხრივი გრძნობაა. რონალდოც ისეთივე გაოცებული დარჩებოდა, როგორც ყველა ამაღამ. თუმცა, მისი გრძნობა უფრო მწარე იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რაც მესიმ "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გააკეთა." - ციტირებს დავიდ ესპინარის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]