ფრენკი დე იონგი: არ მაინტერესებს, ვართ თუ არა ფავორიტები - ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა
"ბარსელონას" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, "სლავიასთან" გუშინ გამართული მატჩის (0-0) შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ნორმალურია, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან. მათ ჩვენი მოგებების ხილვა უნდათ. ჩვენ კი ვერც ეს მოვახერხეთ და ვერც კარგად ვითმაშეთ. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაში უკეთ ვითამაშებთ.
რა თქმა უნდა, თამაშის გაუმჯობესების გზებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ამას მაშინაც ვაკეთებთ, როცა ვიგებთ. ნამდვილად ვწუხვართ იმის გამო, რომ დღეს ვერ მოვიგეთ.
არ მაინტერესებს, ვართ თუ არა ფავორიტები - ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა." - ციტირებს დე იონგის სიტყვებს Mundo Deportivo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]