პატრიკ კლუივერტი "ბარსას" 18 წლის ამერიკელ ვინგერზე საუბრობს
"ბარსელონას" ახალგაზრდული ფეხბურთის დირექტორი, პატრიკ კლუივერტი, 19 წლამდელთა გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ შემტევ კონრად დე ლა ფუენტეზე საუბრობს.
"კონრადთან რამდენიმეჯერ მისაუბრია. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მისი განსაკუთრებული თვისება მეტოქის პირისპირ კარგი თამაშის უნარია.
საერთოდ, კონრადს მეტი გოლის გატანა მოეთხოვება, თუმცა ბოლო დროს თავის გამოჩენას ახერხებს - მან 3 თამაშში 4 გოლი შეაგდო. თუ ასე გაგრძელდება, ის "ბარსა ბ"-ში მალე გადაინაცვლებს". - ამბობს კლუივერტი ამერიკელ მოთამაშეზე, რომელიც "ბარსელონას" აკადემიის წევრი 2014 წლიდანაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]