ესპანეთის სუპერ თასის წილისყრის და მატჩების თარიღების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილია
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის სუპერ თასი ისტორიაში პირველად 4 კლუბის მონაწილეობით გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა", თასის მფლობელი "ვალენსია", და ლა ლიგაში მეორე და მესამე ადგილებზე გასული "ატლეტიკო" და "რეალი" ითამაშებენ.
ნახევარფინალები 2020 წლის 8 და 9 იანვარს ჩატარდება, ფინალი კი 12 იანვარს. წილისყრა ორშაბათს შედგება.
ჯერ ისევ უცნობია, სად გაიმართება შეხვედრები. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მატჩები აზიაში ჩატარდებოდა, თუმცა, ფედერაციის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]