როგორ გაუშვა "ბარსამ" "რეალის" ამომავალი ვარსკვლავი ხელიდან
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ტალანტმა, როდრიგო გოესმა, მიმდინარე სეზონში, უკვე ბევრი აალაპარაკა. შეიძლება ითქვას, რომ მან ანსუ ფატის მიღწევებიც კი გადაფარა, რადგან 18 წლის ასაკში, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში, თავი 3 გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
Sport-ის ცნობით, საკმაოდ მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ როდრიგო დღეს "ბარსელონას" მაისურით გვეხილა.
კატალონიური წყაროს ცნობით, 2018 წლის გაზაფხულზე, მაშინ "სანტოსში" მოთამაშე როდრიგომ "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ბრაზილიური კლუბი "ბლაუგრანასგან" 50 მილიონ ევროს ითხოვდა. კატალონიელები გაცილებით ნაკლებს იხდიდნენ, მაგრამ "სანტოსის" დაყოლიება მაინც მოხერხდა.
ტრანსფერის დასრულებას ბევრი არაფერი ეკლდა, მაგრამ სიატუაცია ივნისში შეიცვალა. 3 ივნისს, "სანტოსის" პრეზიდენტი ბრაზილიასა და ხორვატიას შორის ინგლისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. იქ მას "რეალის" გენერალური დირექტორი შეხვდა, რომელმაც ფეხბურთელში 40 მილიონი შესთავაზა, რომლის ნახევარსაც "სამეფო კლუბი" დაუყოვნებლივ გადაიხდიდა.
იმის გამო, რომ იმ დროს "სანტოსი" ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და "რეალის" შეთავაზება "ბარსელონასას" სჯობდა, ხოსე კარლოს პერესმა არჩევანი მადრიდელებზე შეაჩერა და 12 დღეში როდრიგო "რეალის" ფეხბურთელი გახდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]