პენალტების საღამო "კამპ ნოუზე"
გულშემატკივრებით სავსე "კამპ ნოუზე” Reto del Penalti”–ის ტურნირის საპასუხო მატჩში მონაწილეობდნენ:ისრაელ სანჩესი,ედუარდო რუბიო,ხორდი ვილა,ბრენდონ დოერტი,დარენ კროუფორდი და დავიდ სნელი.
შინ გამარჯვება
პენალტების სერია შედგა "ბარსელონა”–"მალაგა”–ს კვირის მატჩის შესვენების დროს.ამჯერად კარებში ჩადგა კლუბის ყოფილი მეკარე რობერტო ბონანო,რომელსაც უნდა მოეგერიებინა დარტყმები.საწყისი დარტყმა ორივე გუნდმა ააცილა,შემდეგ "მანჩსტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებმა შეძლეს ერთი პენალტის რეალიზება,”ბარსამ” კი გაიტანა ორი ბურთი.საბოლოოდ,საპასუხო შერკინებაში "ბარსამ” გაიმარჯვა ანგარიშით 2–1.მიუხედავად ამისა,ეს რეზულტატი არ აღმოჩნდა საკმარისი "ბარსას”საბოლოო გამარჯვებისთვის.ის მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედმა” საერთო ანგარიშით 4–3.
მადლობა მაყურებელს
ამის შემდეგ ყველა ფეხბურთელი გაემართა მიქსთ–ზონაში სადაც მისცეს ინტერვიუ ჟურნალისტებს.ორივე გუნდმა აღნიშნა სტადიონის განუმეორებელი ატმოსფერო და გულწრფელი მადლობა გადაუხადეს მაყურებელს,რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ტურნირს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]