ბუსკეტსი კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებს
Sport.es–ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს.
შეგახსეებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა კლუბის ხემძღვანელობასთან. ის არ ჩქარობდა კონტრაქტის გახანგრძლივებას, რადგანაც, მისი თქმით იყო შეკითხვები, რომლებიც "ბლაუგრანელების" პრეზიდენტთან, სანდრო როსელისთან განხილვას საჭიროებდა.
ახლა უკვე ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის პირობები გაუმჯობესებულია და თუ მოვლენები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით განვითარდება, მაშინ ბუსკეტსი კონტრაქტს ხელს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2008 წელს გადმოვიდა. მანამდე ის "ბარსა ბ"–ს ღირსებას იცავდა. მისი დებიუტი პირველ გუნდში კატალონიის თასის მატჩში შედგა, სადაც სერხიო შეცვლაზე შემოვიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]