პუიოლი: "რეალი" კვლავს ახლოსაა"

პუიოლი: "რეალი" კვლავს ახლოსაა"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ბრძოლა ქვეყნის ჩემპიონობისთვის კვლავ გრძელდება.

"ჩვენ მოვიგეთ ყველა მატჩი გასვლაზე და დავაგროვეთ ქულების დიდი რაოდენობა, მაგრამ "რეალი" კვლავ ჩვენთან ახლოს იმყოფება. ყოველთვის სასიამოვნო სამეფო კლუბის დამარცხება, და ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრაში ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ მათ წინააღმდეგ. თუმცა "რეალს" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. მოურინიო – საგულისხმო სპეციალისტია, რომლის ანგარიშზე უამრავი ტიტულია. მისი მოგებების რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს. დღეს არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. "რეალიც" და "ვილიარეალიც" ძალიან კარგი გუნდებია, რომლებთან თამაშიც არასდროსაა მარტივი." – განაცხადა კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.