ვილიანი და ფაბიან რუისი "ბარსელონას" უცდიან

ვილიანი და ფაბიან რუისი "ბარსელონას" უცდიან

Mundo Deportivo-ს ცნობით, ვილიანი და ფაბიან რუისი თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის განახლებისგან თავს იკავებენ და "ბარსელონას" შეთავაზებას უცდიან. 

ვილიანის "ჩელსისთან" კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულში გასდის და 31 წლის ასაკში, ბრაზილიელ ვინგერს, ბუნებრივია, "ბარსელონაში" ან "იუვენტუსში" გადასვლა ურჩევნია, რომელიც მისი შეძენით ასევე დაინტერესებულია. 

რაც შეეხება ფაბიან რუისს, მას "ნაპოლისთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს. ეს პრობლემა არ არის, თუმცა იტალიელებს მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩამატება სურთ, რაც 100 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება. ოფიციალური გამოსასყიდი თანხის გარეშე, მისი ახლანდელი ღირებულება დაახლოებით 60 მილიონია. რუისის შეძენა "ბარსელონას" გარდა მადრიდის "რეალსაც" სურს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2019 23:40
    1
    ზამენაზე იდეალურია ვილიანი თუ. ცა პერსპერქტიულ იგროკებს უფრო უნდა მივანიჭოთ უპირატესობა შეტევაში რაც შეეხება რუისს მეოთხე ვარიანტი უნდა იყოს პირველი ორი ვან დე ბეეკი და საულია მესამე ჰავერცი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 19 ნოემბერი 2019 22:41
    1
    ნუ ზამენაზე ვილიანი ცუდი არაა, მარ უკუღმართი კაცი თუ დარჩა ეგრევე ძირითადში ათამაშებს. მამენტ ეხლა მაგარ ფორმაშია ვილიანი, ტექნიკურია, კარგი დარტყმა აქვს, ყველაფერი აქვს ნორმალური და სკამსაც გააძლიერებდა ცოტა ხნით. თან უფასო როა თორე.. იმედია დემბელეს გაყიდვას არ განიხილავენ. მალკომი და კოუ ორივე რო მიასუხარეს და მარტო გრიზმანი მოგვიყვანეს, ვინგერი არ დატოვეს გუნდში რა პონტია. მამენტ როცა ფატი გყავს ვილიანზე არ უნდა ფიქრობდე, თან თუ კუმანი მოვიდა ეგ კარგად მუშაობს ახალგაზრდებთან. მარა ეს მკვარძაღლა თუ დარჩა ფატი გააიჯარონ და ფულიც გადაუხადონ გუნდს რო ათამაშონ. და ვილიანი 1 წელს ქაგაჩავს. რუიზი კიდე მოსაყვანია ჩემი აზირთ. საული ან ეგ. ან ჰავერცი. ბუსი წავა
    professor1984
    სტუმარი [?]
    #1 19 ნოემბერი 2019 18:45
    3
    ციტატა: kingarturo
    რაღა დროს ვილიანია? ფაბიან რუისი დონე იგროკია და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში. მთავარია ვალვერდე მოვიშოროთ და ეშველება ყველას, ჰააგი გვჭირდება ან ხავი.

    ვალვერდეს მოვიშორებთ სეზონის ბოლოს უეჭველად