MD: "ბარსელონა" ხუან მირანდას დაბრუნებას აპირებს
"ბარსელონას" ახალგაზრდა მარცხენა მცველი ხუან მირანდა, რომელიც "შალკეში" 2-წლიანი იჯარითაა გაშვებული, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში იანვარში დაბრუნდეს.
19 წლის ფეხბურთელი გელზენკირხენულ გუნდში გასულ ზაფხულში გადავიდა. "შალკემ" ახალგაზრდა ფეხბურთელი 2-წლიანი იჯარით აიყვანა, მაგრამ როგორც ირკვევა, მისთვის სათამაშო დროის მიცემას არ აპირებს. ხუან მირანდა გუნდის განაცხადში რეგულარულად ხვდება, მაგრამ მოედანზე გასვლის შანსი მას მიმდინარე სეზონში ჯერ არ მისცემია.
ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის უთამაშებლობა "ბარსელონას" გეგმებში არ შედის. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები მირანდას იჯარის ხელშეკრულების იანვარში გაწყვეტაზე ფიქრობენ. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი სეზონს "ბარსა ბ"-ში ჩაამთავრებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]