ხავიერ მასკერანო სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდა
"ბარსელონას" არგენტინელი ლეგენდა ხავიერ მასკერანო, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, სათამაშოდ სამშობლოში ბრუნდება.
გუშინ, არგენტინულმა "ესტუდიანტესმა" გაავრცელა კლუბის პრეზიდენტის, კიდევ ერთი ლეგენდის, ხუან სებასტიან ვერონის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვერონი მასკერანოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩინეთში თავად ჩავიდა.
😆 ¡Felicidad plena! 🇨🇳 Viajamos 19.000 km para darle la bienvenida a Javier a la Familia Pincha🇦🇹¡Estudiantes es tu casa @Mascherano! 👏👏 pic.twitter.com/U47lxaxKOo
— Estudiantes de La Plata (@EdelpOficial) November 23, 2019
ხავიერ მასკერანო, რომელიც ამჟამად 35 წლისაა, "ბარსელონაში" 2010-2018 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 334 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 19 ტიტული მოიგო.
2018 წლის იანვრიდან მასკერანო ჩინურ "ჰებეი ჩაინა ფორჩუნში" თამაშობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]