"ატლეტიკოსთან" მატჩს მატეუ ლაოსი განსჯის
ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის მე-15 ტურის შეხვედრას "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის მატეუ ლაოსი განსჯის. ესპანელ რეფერის VAR-ის ოთახიდან გონსალეს გონსალესი დაეხმარება.
ლაოსს ამ წყვილის დაპირისპირების გამოცდილება უკვე აქვს: მან 2017 წელს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართულ თამაშში (1-1) იმსაჯა. ის "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩის მსაჯიც იყო და ამ შეხვედრაში მოედნიდან კატალონიური გუნდის ორი ფეხბურთელი გააძევა - დებიუტანტი რონალდ არაუხო და უსმან დემბელე, რომელმაც მას უთხრა, რომ "ძალიან ცუდი" იყო.
"ატლეტიკოსთან" მატჩამდე, "ბარსა", 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]