პატრიკ კლუივერტმა აღიარა, რომ ვალდესთან პერსონალური პრობლემები ჰქონდა

პატრიკ კლუივერტმა აღიარა, რომ ვალდესთან პერსონალური პრობლემები ჰქონდა

"ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემიის დირექტორმა, პატრიკ კლიუვერტმა ვიქტორ ვალდესის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა.

"ვიქტორ ვალდესის გათავისუფლება? ეს პერსონალი პრობლემის გამო მოხდა. საქმე კარგად ვერ წავიდა. ვწუხვარ, რადგან, როდესაც ვიქტორთან ერთად ვთამაშობდი, არანაირი პრობლემა არ გვქონია." - თქვა კლუივერტმა El Transistor-თან ინტერვიუში.

როგორც აქამდე პრესაში იწერებოდა, ვალდესმა კლუივერტს უთხრა, რომ მისი მუშაობისთვის ხელი არ შეეშალა და ის (კლუივერტი) მისაბაძი მაგალითი არავისთვის იყო. ამის შემდეგ, მათ ერთმანეთს უყვირეს.

შეგახსენებთ, რომ ვალდესი კლუბში 19-წლამდელების მწვრთნელად დაბრუნდა, თუმცა ის მალევე (ორ თვეში) გაათავისუფლეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ნოემბერი 2019 18:37
    3
    ესენიც მაგრები არიან თავისი ხედვები ქონდა ვალდესს და არ აცადეს მუშაობა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #1 29 ნოემბერი 2019 18:13
    5
    ვალდესი-100%!