ყოფილი აგენტი: "ალვესის კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან რთული საკითხია"
დანი ალვესის ყოფილი აგენტი, ხოსე მარია მინგელი აცხადებს, რომ კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ძალიან გაუჭირდება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ბრაზილიელ ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვესსა და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია გრძელდება, თუმცა მხარეები კონსესუსამდე დღემდე ვერ მივიდნენ.
"ალვესის კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან რთული საკითხია, ვინაიდან მას სურს იყოს კლუბში მეორე ყველაზე მაღალ–ანაზღაურებადი ფეხბურთელი.ალვესი იღწვის იმისთვის, რომ ხელფასის სახით მიიღოს ინიესტაზე და ჩავიზე მეტი. რა თქმა უნდა, ბრაზილიელი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის მატჩების ბედს არ წყვეტს. ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ითხოვს ისეთ ხელფასს, რაც წარმოუდგენელია."– განაცხადა მინგელიმ
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]