ფეხბურთელი, რომელსაც მესიმ 8 თამაშიდან ვერცერთი მოუგო

ფეხბურთელი, რომელსაც მესიმ 8 თამაშიდან ვერცერთი მოუგო

ლიონელ მესი ოფიციალურადაა აღიარებული მოქმედ საუკეთესო ფეხბურთელად და არგენტინელს ყველა დროის საუკეთესოობაზე პრეტენზია სამართლიანად აქვს. თუმცა, ასეთი მოთამაშის კარიერაშიც კი გამოერევა ერთი მეტოქე, რომელსაც ვერაფრით უგებს.

რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგაც ლეოს უთამაშია და ვერ მოუგია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, დაპირისპირება 2-3 მატჩს ითვლის.

არსებობს ერთი მოთამაშე, რომლის მიერ ლიონელ მესის წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგი მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს - 8 თამაში და არცერთი წაგება. ეს ფეხბურთელია მიკაელ ესიენი, რომელიც "ჩელსისა" და "რეალის" მაისურით არგენტინელს 8 ჯერ დაუპირისპირდა, აქედან მისმა გუნდებმა 3-ჯერ მოიგეს, ხოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ესიენი უკვე 37 წლისაა და აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშობს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მცირეა იმის შანსი, მესი მას ოფიციალურ მატჩში კიდევ შეხვდეს და სტატისტიკა გაიუმჯობესოს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლიონელ მესის წინააღმდეგ ძალიან კარგი შედეგი აქვს, ეშლი კოულია - 5 თამაშში 2 მოგება და 3 ფრე. ლეო ვერც ამ შედეგს გააუმჯობესებს, რადგან ინგლისელმა მარცხენა მცველმა კარიერა უკვე დაასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    რაკეტა
    სტუმარი [?]
    #7 10 დეკემბერი 2019 13:20
    0
    ამის იღბალს დედას შევცცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 დეკემბერი 2019 02:48
    2
    ციტატა: ROUCH
    სამაგიეროდ რამდენჯერ ათრია მოპარული ჟეშტივით თითოეული მათგანი, ნაფორთხიალებიც ეყოლება ორივე

    მოპარული ჟეშტი 😄😄😄😄😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 დეკემბერი 2019 02:47
    2
    რავი 2009 წელს ლიგიდან რო გამოაბუნძულა ბარსამ ჩელსი მესის პასით ეგ მოგებაზე მეტია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #4 10 დეკემბერი 2019 00:06
    3
    ზატო ესიაენი სანამ მაგ სტატისტიკას გაიხსენებს, ინის გოლიც გაისენოს. მოგებით ვერ მოუგო მარა კი გამოაბნზულა ლიგიდან. სექტანტები იტყვიან მსაჯებიო, მარა ფაქტია თითიდან გამოწოვილი აზრია და თამაშI არ უყურებიათ არც ერთს ვინც მაგას ამბობს
    Ruben Zadkovic
    სტუმარი [?]
    #3 9 დეკემბერი 2019 23:53
    1
    რუბენ ზადკოვიჩთანაც არ აქვს დადებითი სტატისტიკა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 დეკემბერი 2019 21:36
    8
    აუფ შეილახა მესის იმიჯი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 დეკემბერი 2019 20:29
    15
    სამაგიეროდ რამდენჯერ ათრია მოპარული ჟეშტივით თითოეული მათგანი, ნაფორთხიალებიც ეყოლება ორივე