პეპ გვარდიოლას მთავარი სამიზნე "ბარსელონას" ფეხბურთელია
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, აიმერიკ ლაპორტის ხანგრძლივი დანაკლისის შევსებას "ბარსელონას" ფეხბურთელით შეეცდება.
"ქალაქელთა" 25 წლის ფრანგი მცველი რამდენიმე თვით დაიმტვრა. ამას ისიც ემატება, რომ "სიტის", პრემიერ ლიგაში, საქმე ძალიან ცუდად მისდის - პეპ გვარდიოლას გუნდი მე-3 ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩება.
ავტორიტეტული გამოცემის, L'Equipe-ს ინფორმაციით, გვარდიოლა დანებებას არ აპირებს და მას სურს გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გააძლიეროს, მთავარ კანდიდატად კი ლაპორტის თანამემამულე სამუელ უმტიტი მიიჩნევა.
"ბარსელონას" 26 წლის უკანახაზელმა ხანგრძლივი მკურნალობა ახლახანს დაასრულა და ის ძველ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.
უმტიტიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას კარიერის "ბარსელონაში" დასრულება სურს. ამას ემატება ისიც, რომ სამუელის გაყიდვის შემთხვევაში, "ბლაუგრანას" დაცვის ხაზში მხოლოდ 2 მაღალი დონის ფეხბურთელი რჩება - პიკე და ლანგლე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "მანჩესტერ სიტის" კატალონიელთა ტრანსფერზე დათანხმება ძალიან უნდა გაუჭირდეს. უმტიტის გამოსასყიდი თანხა კი ნახევარი მილიარდი ევროა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]