"დორტმუნდმა" "სლავია" დაამარცხა და ჯგუფიდან "ბარსელონასთან" ერთად გავიდა
"სან სიროს" პარალელურად, F ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართა.
დორტმუნდის "ბორუსიამ" "სლავიას" უმასპინძლა. გერმანელები თამაშის დაწყებიდან მალევე დაწინაურდნენ - მე-10 წუთზე ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს ტომაშ სოუჩეკმა გაათანაბრა, მაგრამ 61-ე წუთზე "დორტმუნდი" ისევ წინ გავიდა. ამჯერად, თავი იულიან ბრანდტმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში "ბორუსია" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა (77-ე წუთზე იულიან ვაიგლი გააძევეს), მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამ შედეგის გათვალისწინებით, ჯგუფში პოზიციები ასე გადანაწილდა: "ბარსელონა" პირველ ადგილზე 14 ქულით გავიდა; 10 ქულით მეორეზე "დორტმუნდია", მესამე პოზიცია 7 ქულით "ინტერმა" დაიკავა, მეოთხეზე კი 2 ქულით "სლავია" გავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]