ანსუ ფატი: როდესაც გოლი გავიტანე, სტადიონი დადუმდა
ანსუ ფატიმ "ინტერის" წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო.
ფატიმ კარლეს პერესი შეცვალა და მოედანზე შემოსვლიდან ერთ წუთში წუთზე გოლიც გაიფორმა.
"გატანილი გოლითა და გუნდის გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. ეს ოცნებაა, ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. ახლა უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ და საუკეთესოსგან ვსწავლობ.
ბურთი სუარესს გადავეცი, მან უკან დამიბრუნა. როდესაც გოლი გავიტანე, გაოგნებული ვიყავი, რადგან მთელს სტადიონზე სიჩუმე იყო. ვფიქრობდი, რა გავაკეთე? ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველ ჯერზე, როცა შანსს ვიღებ, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო. გავიტანო გოლი ან ჩემი სამუშაო კარგად შევასრულო." - ციტირებს ანსუ ფატის სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]