ლიონელ მესი ურუგვაიში გაემგზავრება
ლიონელ მესისა და ლუის სუარესის მეგობრობა მოედნის გარეთაც აქტიურად გრძელდება. ლიონელ მესი ოჯახთან ერთად დეკემბრის თვეში ურუგვაიში გაემგზავრება, რათა სპეციალურ ცერემონიას დაესწროს. ცერემონიაზე ლუის სუარესი და მისი მეუღლე საქორწინო ფიცს განაახლებენ.
Ovación Digital-ის ინფორმაციით, ცერემონია 26 დეკემბერს სასტუმრო Punta del Este-ში გაიმართება და საღამოზე საფეხბურთო სამყაროს ცნობილი სახეებიც იქნებიან. გარდა ამისა, სტუმართა სიაში ნათესავები და ახლო მეგობრებიც იქნებიან.
ცერემონია საშობაო არდადეგებს ემთხვევა, ამიტომ მესისა და ანტონელა როკუცოს მასზე დასწრება უპრობლემოდ შეეძლებათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]