"ბარსელონა" დე ლიხტის 2020 წელს ყიდვას არ აპირებს

"ბარსელონა" დე ლიხტის 2020 წელს ყიდვას არ აპირებს

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" "იუვენტუსის" ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველის, მატიას დე ლიხტის უახლოეს მომავალში შეძენის საკითხს არ განიხილავს.

გასულ ზაფხულში, 19 წლის ცენტრალური მცველი "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ "აიაქსის" კაპიტანმა "ბლაუგრანას" "იუვენტუსი" ამჯობინა.

მიმდინარე სეზონში, დე ლიხტის საქმეები კარგად ნამდვილად არ მიდის. მან ტურინულ გუნდში ადაპტაცია ვერაფრით გაიარა. ჯორჯო კიელინის ტრავმის გამო, ახალგაზრდა ჰოლანდიელს თავის გამოჩენის შანსი არაერთხელ მიეცა, მაგრამ არაერთი შეცდომის დაშვების გამო, მან, ბოლო 3 მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი 21 წლის მეჰდი დემირელს დაუთმო.

დე ლიხტის "იუვენტუსიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილებოდა, ტურინული წარუმატებლობის შემდეგ კი, ჭორების გავრცელებამ იმატა. თუმცა, კატალონიური პრესის ცნობით, "ბლაუგრანა" ჰოლანდიელის 2020 წელს დამატებით დაინტერესებული არ იქნება.

ცნობილია, რომ 2020 და 2021 წელს დე ლიხტის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 26 დეკემბერი 2019 11:01
    1
    რა შკრინიარი რაის დელიხტი როცა გუნდში ტოდიბო გვყავს.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #7 25 დეკემბერი 2019 22:43
    2
    სულელი თინეიჯერი,იყოს ახლა იუვეში,არაა მეტის ღირსი.
    [?]
    #6 25 დეკემბერი 2019 20:05
    1
    საერთოდ ვეღარ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. 150 არა 250 კიდე. დღეს 50 ზე მეტი არ ღირს. არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი და მოვიდეს. ფულის გადახდა ამაში არ ღირს. თან პიკე არ მიდის ჯერ
    Culé [?]
    #5 25 დეკემბერი 2019 19:59
    1
    რა მიარბენინებდა ამ იუვენტუსში, სადაც რადიკალურად განსხვავებულო სტილია თამაშის აიაქსთან შედარებით. ისე გვიჭირს დაცვაში, სათამაშო დროც ბევრი ექნებოდა ჩვენთან
    Culé [?]
    #4 25 დეკემბერი 2019 17:40
    2
    150 ბევრიააა
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 დეკემბერი 2019 17:14
    3
    მოაშორეთ აქედან შკრინიარი მოიყვანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    GiorgiM86
    სტუმარი [?]
    #2 25 დეკემბერი 2019 16:09
    6
    ეს არცაა საყიდელი. რა 150 მლნ? :) :) 50 მლნ-ც არ ღირს ეს. მოკლედ, ეგდოს სადაც გდია. ამას ტოდიბო მერჩევნია მე პირადად.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 25 დეკემბერი 2019 15:21
    2
    ისე რეგრესი განიცადა ამ ნახევარ წელში..

    შკრინიარიი მირჩევნია ამას