"ბარსელონა" ლანგლესა და ტერ შტეგენს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს
"ბარსელონამ" ამოარჩია ის ორი ფეხბურთელი, რომლებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს, იტყობინება Sport.
ეს ფეხბურთელები კლემან ლანგლე და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან.
გერმანელ მეკარეს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ის წელიწადში 8.5 მილიონ ევროს იღებს და გუნდში მე-13 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მარკის ამჟამინდელი ხელფასი მისი თამაშის დონეს ნამდვილად არ შეესაბამება. ტერ შტეგენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
რაც შეეხება ლანგლეს, მისი კონტაქტი 2023 წელს იწურება, მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა, ფრანგს ახალი ხელშეკრულება ახლო მომავალში შესთავაზოს. ამჟამად, კლემანი წელიწადში 2.7 მილიონ ევროს იღებს (მე-17 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გუნდში).
კატალონიური გამოცემის ცნობით, კლუბში ასევე, ლიონელ მესის ახალ კონტრაქტზეც მუშაობენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]