"ბარსელონა" სტეფანო სენსის შეძენას გეგმავს
"ბარსელონა" 2020 წლის ზაფხულში "სასუოლოს" 24 წლის ნახევარმცველის, სტეფანი სენსის შეძენას გეგმავს, იტყობინება Sport.
არტურო ვიდალი და ივან რაკიტიჩი გუნდს სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებენ. "ბარსელონაში" კი მათ შემცვლელად სწორედ სენსის მოიაზრებენ. მეტიც, წყაროს ცნობით, კლუბის სკაუტები მას ლეგენდარულ ჩავი ერნანდესაც კი ამსგავსებენ.
იტალიელი ფეხბურთელი ამჟამად იჯარით "ინტერში" თამაშობს. მან სერია ა-ში 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა. სავარაუდოდ, "ინტერი" სენსის სეზონის ბოლოს 22 მილიონ ევროდ გამოისყიდის (კონტრაქტში მითითებული გამოისყიდვის უფლების პუნქტის თანახმად). წყაროს ინფორმაციით, თუ "ბარსელონას" სტეფანოს ყიდვა მოუნდება, კატალონიელებს დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]