აბიდალი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს ეწურება და "ბლაუგრანას" სურს, რომ მას კიდევ 1 წლით, 2013 წლამდე გაუგანგრძლივოს კონტრაქტი. აბიდალის აგენტი დავიდ ვენდიტელი სამშაბათს გაემგზავრება კატალონიაში და კლუბის სპორტულ დირექტორ, ანდონი სუბისარეტას შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება მოაწერს, თუ არა აბიდალი ახალ კონტრაქტს ხელს .დიდი შანსია აბიდალმა გაახანგრძლივოს , რადგანაც იგი ძალიან ბედნიერია "ბარსელონაში" და არსად წასვლას არ აპირებს.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დანიელ ალვესის კლუბში დარჩენის საკითხი. ბრაზილიელი არა და არ აწერს კონტრაქტს ხელს.
ცნობისთვის აბიდალს "ბარსას" მასურით ლა ლიგაში ჩატარებულ 87 მატჩში საერთოდ არ აქვს გოლი გატანილი, თუმცა მან გოლის გატანა "დელ რეის თასის" 1/8 ფინალში, "ბილბაოს" წინააღმდეგ მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]