კარლეს ალენიას 2 თამაში "ალავესთან", სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში

კარლეს ალენიას 2 თამაში "ალავესთან", სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში

"ბარსელონადან" "ბეტისში" ცოტა ხნის წინ იჯარით გაშვებულ ფეხბურთელს, კარლეს ალენიას, შანსი აქვს, საინტერესო შემთხვევის მონაწილე გახდეს. ამისთვის საჭიროა, რომ მან სევილიელთათვის წლის პირველივე შეხვედრაში ითამაშოს.

21 დეკემბერს, "ბარსელონასა" და "ალავესს" შორის გამართულ შეხვედრაში, 21 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. 5 იანვარს, "ალავესი" ალენიას უკვე ახალ გუნდს, "ბეტისს" შეხვდება.

თუ ალენია 5 იანვარს გასამართ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, მაშინ ის, ლა ლიგაში, ზედიზედ 2 თამაშს ერთი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, თანაც, სხვადასხვა გუნდის მაისურით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 3 იანვარი 2020 18:29
    6
    ვაა,ჩუმჩუმელა რეკორდსმენი joy joy stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye
    Culé [?]
    #1 3 იანვარი 2020 16:19
    4
    alavesis risxva xar globus.