ოფიციალურად: ტერ შტეგენი ხვალ ვერ ითამაშებს, სუპერ თასზე თამაში საეჭვოა

ოფიციალურად: ტერ შტეგენი ხვალ ვერ ითამაშებს, სუპერ თასზე თამაში საეჭვოა

"ბარსელონას" დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ხვალ, "ესპანიოლთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვალვერდეს თქმით, დიდი ალბათობით, გერმანელი ვერც ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშებს.

"ტერ შტეგენს გარკვეული პრობლემა უკვე დიდი ხანია აწუხებს. სავარაუდოდ, მას მცირე დროით დავასვენებთ. ის ხვალ არ ითამაშებს და სავარაუდოდ, ვერც ესპანეთის სუპერ თასზე დაგვეხმარება.

ოპერაცია? არ ვიცი, მე ექიმი არ ვარ. ასეთ დონის გართულებამდე ჯერ არ მივსულვართ." - განაცხადა ვალვერდემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ბარსელონა", 4 იანვარს, ლა ლიგაში, "ესპანიოლს" დაუპირისპირდება. 9 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალში, კატალონიელები "ატლეტიკოს" შეხვდებიან, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, 12 იანვარს, "რეალს" ან "ვალენსიას".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 იანვარი 2020 00:48
    2
    არაუშავს ხვალ ნეტუ დადგება მთავარია სუპერ თასზე იყოს შტეგო ხოდზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    GiorgiM86
    სტუმარი [?]
    #5 3 იანვარი 2020 23:45
    4
    კარლოს ველაზე რა ისმის? მაგრად მინდა ბარსაში მაგის გადმოსვლა :)
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 3 იანვარი 2020 21:58
    6
    არაუშავს შტეგო,მთავარია მალე დაბრუნდე და 2-3 მატჩს უშენოდ გავუძლებთ როგორმე.
    Culé [?]
    #3 3 იანვარი 2020 21:28
    7
    სუპერთასამდე უნდა გამოჯანმრთელდე. ნეტუც მაგარია მარა შენ მაინც დონე ხარ..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    G.O.A.T
    სტუმარი [?]
    #2 3 იანვარი 2020 21:10
    10
    ესპანეთის სუპერ თასზე ალბათ ისედაც ნეტუ იდგებოდა მერე კი დადგება შტეგოც იმედია არაა სერიოზული არაფერი
    Culé [?]
    #1 3 იანვარი 2020 20:52
    12
    არაუშავს ნეტუ დადგება ჯიგრულად