ვალდესს ლა ლიგას მოგება ურჩევნია
ვიქტორ ვალდესი ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და ის საკმაოდ ახლოსაა რიგით მეოთხე ”ზამორას” ჯილდოსთან, თუმცა ”ბარსას” კიპერს სულ სხვა პრიორიტეტები აქვს: ”უარს ვიტყვი ”ზამორას” ჯილდოზე, თუ სანაცვლოდ ლა ლიგას მოვიგებთ.”
ხშირ შემთხვევაში ის რიგით მაყურებელს ჰგავს. თუმცა, როდესაც ”ბარსას” ოპონენტები მის კარს უახლოვდებიან, ვალდესი 100%-იანი კონცენტრაციას ახდენს. ამის ნათელი მაგალითი ”ბარსელონას” გულშემატკივრებმა შაბათს, ”რასინგის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში იხილეს, როდესაც ვალდესმა შესანიშნავად მოიგერია ადრიანისა და როსენბერგის დარტყმული და კარი მშრალად შეინახა.
20 თამაში, 11 გოლი საკუთარ კარში
”ბარსას” ტელევიზიასთან საუბრისას, ვიქტორ ვალდესმა, რომელიც ახლოსაა ”ზამორას” რიგით მეოთხე ჯილდოსთან, განაცხადა: ”ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არჩევნის საშუალება რომ მქონდეს, უარს ვიტყვი ”ზამორას” ჯილდოზე, თუ სანაცვლოდ ლა ლიგას მოვიგებთ.”
გვარდიოლას ქება
”რასინგთან” მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის კიპერი იმის გამო, რომ ვალდესი ნებისმიერ გარემოებაში ახერხებს იყოს კონცენტრირებული. ხოლო ვიქტორმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ბოსს და განაცხადა: ”თამაშის ტემპი გულისმობს ჩემს ჩართულობას. ამ სისტემის მიხედვით მთავარი საიდუმლო დაცვის ინტენსიურობაშია.”
რაიკაარდიდან გვარდიოლამდე
გუნდმა გაიმეორა რაიკაარდის მენეჯერობის დრო, 2005-06 წლებში დამყარებული რეკორდი. ვალდესმა ორივე გუნდში ითამაშა. მან განაცხადა, რომ ჰოლანდიელის მმართველობის დროს ”ჩვენ ვცდილობდით გვეთამაშა ბურთზე, მთელს მოედანზე დაგვეწესებია პრესინგი და გვქონოდა ძლიერი დაცვის ხაზი.” მაშინ, როდესაც, გვარდიოლას მენეჯერობის დროს ”ჩვენ მზად ვართ უკანა ხაზზე რისკიანად ვითამაშოთ. თუ ეს გამოგვდის, მაშინ ბევრი გოლის გატანა ხერხდება. ”ბარსა” გაიზარდა გვარდიოლას ხელში.”
”ტრიპლეტის” განმეორების მოლოდინის შეფასება
”ტრიპლეტის” სეზონის განმეორებაზე ვალდესმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ”მესმის, რომ ხალხი აღფრთოვანებულია პერსპექტივით, მაგრამ, როგორც ფეხბურთელებმა, ჩვენ ვიცით რაოდენ რთულია ამის გაკეთება. თუმცა, თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, მოგებები და თასები ჩვენი იქნება.”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]