Sport: "ბარსელონამ" ვიდალი ხელშეუხებელ ფეხბურთელად გამოაცხადა
"ბარსელონამ" 32 წლის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი ხელშეუხებელ ფეხბურთელად გამოაცხდა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ცნობილია, რომ სამხრეთ ამერიკელი შუახაზელით მილანის "ინტერი" სერიოზულადაა დაინტერესებული. "ნერაძურის" ფეხბურთელის მიმდინარე თვეში გაფორმება სურს.
მას შემდეგ, რაც კარლეს ალენია "ბეტისში" გაანათხოვრეს და გუნდში ერთი ნახევარმცველით ცოტა დარჩა, გაჩნდა მოსაზრება, რომ "ბარსელონა" მეტ შუახაზელს აღარ შეელეოდა. ამას ვიდალის ძალიან შედეგიანი თამაშიც დაემატა და, თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, "ბლაუგრანამ" არტუროს ზაფხულამდე შენარჩუნება გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდე ვიდალს პირადად ესაუბრა და მას სეზონის მე-2 ნახევარში მეტ სათამაშო დროს შეჰპირდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]