Forbes: ანსუ ფატის შანსი აქვს მესი და რონალდუ შეცვალოს
ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც შანსი აქვთ, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდება მოიპოვონ.
კანდიდატთან შორის მოხვდა "ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავი ანსუ ფატი, რომელსაც Forbes ასე ახასიათებს: "ფატი ოქტომბერში 17 წლის გახდა და მან მოლოდინებს უკვე გადააჭარბა. ის დაუჯერებელ დონეზე თამაშობს. ფატი უკვე კარგად ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და როდესაც მას საჭირო რითმი დაემატება, მეტოქე გუნდის მცველებისთვის ნამდვილად კოშმარად იქცევა.
ფატიმ ახალი კონტრაქტი 2019 წელს გააფორმა და ის "ბარსელონაში" მინიმუმ 2022 წლამდე დარჩება. მისი გამოსასყიდი თანხა 190 მილიონი ევროა, მომდევნო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი 450 მილიონამდე გაიზრდება."
Forbes-ის ვერსიით, ანსუ ფატის გარდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვების შანსი შემდეგ ახალგაზრდა მოთამაშეებს აქვთ: ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ედუარდო კამავინგა (რენი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), როდრიგო (რეალი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]