უნაი ემერი: ნეიმარი ესპანეთში უნდა დაბრუნდეს

უნაი ემერი: ნეიმარი ესპანეთში უნდა დაბრუნდეს

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მიიჩნევს, რომ პარიზულ კლუბის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს.

2017 წელს, როდესაც ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, ფრანგულ გუნდს სწორედ ემერი წვრთნიდა, ახლა კი მას მიაჩნია, რომ დროა 27 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

"ნეიმარი პსჟ-ში იმისთვის გადავიდა, რომ ამ გუნდისთვის იგივე ფიგურა ყოფილიყო, რაც "ბარსელონაში" მესია.

მისი კატალონიაში დაბრუნების შესახებ ბევრი ცნობა ვრცელდება. ერთხელ, მე პსჟ-ს ნეიმარის შეძენაში დავეხმარე, ახლა კი ესპანეთში ვარ და მჯერა, რომ ის აქ უნდა დაბრუნდეს.

მიმაჩნია, რომ ლა ლიგაში საუკეთესო კლუბები თამაშობენ და ნეიმარი სწორედ საუკეთესო გუნდში უნდა გამოდიოდეს. ის უკვე 27 წლისაა და მას სტაბილურობა სჭირდება. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ეს შესანიშნავი ასაკია." - ციტირებს უნაი ემერის სიტყვებს Cadena SER.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 იანვარი 2020 23:29
    0
    მოშორდეს აქედან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 იანვარი 2020 19:23
    0
    ვაუ, ეს ჯერ კიდევ პსჟ-ს მწვრთნელია?
    kaikaci
    სტუმარი [?]
    #3 8 იანვარი 2020 18:22
    1
    ციტატა: B O M B O R A
    ადმინ ჯერ ერთი პსჟს მწვრთნელიო რო წერ ყოფილი მიუწერე მაინც ხოლო მეორე მაგი მეც მინდა მასე რო მოხდეს .ბევრი რო გაიძახის 28ს ხდება წელსო იმ ხალხს მინდა ვკითხო 110 მილიონი არ გადაიხადეს 28 წლის გრიზმანში რომელიც თუესეა წელს 29 ის გახდება? და 140 რო გადაიხადეს ახალგაზრდაში იმან რაო რა ქნა? კარგით რა
    .მთავარია მესი იყოს ამის დაბრუნებით ბედნიერი სუა და გუნდი და მუხტი მოიტანოს და სხვა არც მაინტერესებს ...მგონია რო ამის დაბრუნება გადაწყვეტილია და დროა შეეგუოთ ამას ....ლეგენდარული მსნ ბრუნდება და გარდაისახება მსნგ და ეს იქნება საოცრება ...და კაიფი ის იქნება კრიტიკოსებს რო დაადუმებს მსოფლიო მაშტაბით და აქ ზოგი ნიკს რო შეიცვლის მერე და მე ნეიმარი მინდოდაო დაიწყებს წერას... smile ........შეეგუეთ იმას რო ეს ბრუნდება და ზოგიერთი ბალასტი მოცილდება გუნდს და მერე იმდენად აღარ გეწყინებათ ჩემო ძმებო და ოქრო ხალხო ოჯახში კამათი მოსულა ჩვენ კი ამ დიდი ოჯახის წევრები ვართ.......შობას გილოცავთ (მოგვიანებით)

    იხარე ! ნეიმარს უნდა თვითონ მუხტი უფრო მეტად ვიდრე კლუბს ეს ერთი და მეორეც რო წავიდა კალამი არ გაუგდია ხელიდან და ყველაპერზე იდავა ეგეთ ტიპთან მოგებული ტიტული მე არ გამისწორდება და თქვენი არ ვიცი
    10.12.20....
    სტუმარი [?]
    #2 8 იანვარი 2020 17:37
    3
    ნეიმარი უეჩველი უნდა დავიბრუნოთ
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 8 იანვარი 2020 17:10
    1
    სევილია ჩაიბარე და ნეისთან ერთად მოიგებ ევროპა ლიგას joy joy