აზიზატ ოშოალა აფრიკის წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა
"ბარსელონას" ქალთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აზიზატ ოშოალა აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა.
25 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი "ბარსელონას" 2019 წლის იანვარში, ჩინური "დალიან ქუანჟიანიდან" იჯარით შეუერთდა, მაისში კი კატალონიელებმა ის გამოისყიდეს.
მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 16 თამაშში ოშოალამ 11 გოლი გაიტანა.
აზიზატ ოშოალა აფრიკის წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად მეოთხედ დასახელდა, რაც რეკორდის გამეორებაა. მანამდე ის 2014, 2016 და 2017 წლებში დააფასეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]