თანაგუნდელები და პრეზიდენტი ვიდალის დარჩენაში დარწმუნებას ცდილობენ
არტურო ვიდალის მომავალი კვლავ გაურკვეველია, თანაგუნდელები კი მის დარჩენაში დარწმუნებას ცდილობენ.
გუშინ, "ბარსელონა", ესპანეთის სუპერ თასზე სათამაშოდ, საუდის არაბეთში გაემგზავრა. თვითმფრინავში, ჩილელი ფეხბურთელი ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ჟორდი ალბას სიახლოვეს იჯდა. RAC1-ს ცნობით, "ბარსას" ლიდერებმა მისი კატალონიურ კლუბში დარჩენაში დარწმუნება სცადეს. საუბარს შეუერთდა პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუც, რომელიც ასევე ცდილობდა ვიდალი დარჩენაში დაეწრმუნებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, არტურო ვიდალს "ინტერში" მიმდინარე თვეში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ მილანელები მასში მხოლოდ 12 მილიონ ევროს იხდიან, რაც "ბარსელონას" არ აკმაყოფილებს.
ასევე RAC1 ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ალბათობით, 32 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს დაუჯერებს და "ბლაუგრანაში" სეზონის ბოლომდე დარჩება.
მიმდინარე სეზონში, 6 გატანილი გოლით, არტურო ვიდალი გუნდის მე-4 საუკეთესო ბომბარდირია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]