ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალვერდეს კრიტიკას პასუხობს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი "ბარსელონას" დამრიგებლის, ერნესტო ვალვერდეს მხრიდან ქვეყნის სუპერ თასის ახალი ფორმატის კრიტიკას ეხმაურება.
ვალვერდემ განაცხადა, რომ მას სუპერ თასის ძველი ფორმატი ერჩივნა და მადრიდული გუნდები, "რეალი" და "ატლეტიკო" ამ ტურნირის "სტუმრებად" მოიხსენია.
მოგეხსენებათ, ადრე, ესპანეთის სუპერ თასზე ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ხვდებოდნენ. ორივე ტურნირის ერთი გუნდის მიერ მოგების შემთხვევაში, სუპერ თასზე სამეფო თასის ფინალისტი თამაშობდა. გასულ სეზონში, "რეალმა" და "ატლეტიკომ" ვერც ჩემპიონატი მოიგეს და ვერც თასის ფინალში ითამაშეს, მაგრამ ახალი ფორმატის გამო, ისინი სუპერ თასზე მაინც მოხვდნენ.
"ახალი ფორმატით კმაყოფილი ვარ. სუპერ თასი მისი მონაწილე გუნდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შემოსავლის კარგი წყაროა.
ვალვერდეს აზრი პატივსაცემია, მაგრამ ამ ტურნირს სტუმრები არ ჰყავს. ჯერ კიდევ თებერვალში ვთქვით, რომ ესპანეთის თასის ფინალისტებს, სუპერ თასზე, ლა ლიგის 2 საუკეთესო გუნდი დაემატებოდა. ვალვერდეს კლუბი ამ ფორმატს დასთანხმდა." - განაცხადა რუბიალესმა Movistar-თან საუბრისას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]