ვალვერდეს აგენტი ბარსელონაში ჩავიდა
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ წუთებში, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მომავალი წყდება.
ცნობილია, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუ "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, გავრცელებული ცნონებით, ის ჯერ ვალვერდეს გაესაუბრება, შემდეგ კი დირექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრება. ვრცელდება 2 ვერსია: 1) ბართომეუ ვალვერდეს აცნობებს, რომ კლუბი მას ათავისუფლებს; 2) ბართომეუ გადაწყვეტილებას ვალვერდესთან საუბრის შემდეგ მიიღებს. უფრო მოსალოდნელი მე-2 ვარიანტია.
Sport-ის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონაში ჩავიდა ერნესტო ვალვერდეს აგენტი ინიაკი იბანიესი. მისი კატალონიაში ჩასვლა "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ ვალვერდეს მომავალთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს დაემთხვა. წყაროს ცნობით, 55 წლის სპეციალისტი საკუთარ წარმომადგენელს გუშინ შეხვდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]