"ბარსელონა" თავის ყოფილ ფეხბურთელს დაუპირისპირდება

"ბარსელონა" თავის ყოფილ ფეხბურთელს დაუპირისპირდება

დღეს გაირკვა, რომ "ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/16 ფინალში "უნიონ დეპორტივა იბიცას" წინააღმდეგ (არსებობს "კლუბ დეპორტივა იბიცაც", რომელიც ერთი დივიზიონით დაბლა თამაშობს) ითამაშებს. 

ბალეარულ კლუბს "ბარსელონასთან" ბევრი არაფერი აკავშირებს, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მათი მთავარი მწვრთნელი "ბლაუგრანას" ყოფილი მოთამაშეა - პაბლო ალფარო, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა და ახლა 50 წლისაა, "ბარსას" ღირსებას 1992/93 წლების სეზონში იცავდა. ამის შემდეგ მან "ატლეტიკოშიც" ითამაშა, ყველაზე დიდი დრო კი "სევილიას" რიგებში გაატარა. 

"იბიცასთვის" ეს მატჩი ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. სეგუნდა ბ-ს პირველ ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს 22 იანვარს უმასპინძლებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 14 იანვარი 2020 21:20
    3
    მთლიანად ბ გუნდი და სათადარიგო უნდა ათამაშოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 იანვარი 2020 18:44
    4
    რაგაუხარდებოდათ მესის ნახვა ;დდ მარა არამგონია ითამაშოს
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★