“ლიონი”-”ბარსელონა” – მატჩის წინ
"ლიონის” მთავარი მწვრთნელი – ალენ პერენი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი შესძლებს აჩვენოს "ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშში თავისი ნამდვილი სახე და აიღოს რევანში წინა მატჩში განცდილი მარცხისათვის.
წინა დაპირისპირებები
10.10.2001 ბარსელონა-ლიონი 2:0
23.10.2001 ლიონი-ბარსელონა 2:3
19.09.2007 ბარსელონა-ლიონი 3:0
ლიონი
აღმასვლა
პირველ ტურში ფრანგებმა "ბარსელონასთან” 0:3 წააგეს, რაც ამ ტურნირზე ისტორიის განმავლობაში მათი ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი გახლდათ. შემდეგ მატჩში გუნდმა უკვე "რეინჯერსთან” განიცადა ფიასკო, ოღონდ უკვე საკუთარ მოედანზე. მაგრამ გერმანიის ჩემპიონ, "შტუტგარტთან” ზედიზედ ორმა მოგებამ კვლავ დაუბრუნა ფრანგებს იმედი და ჯგუფიდან გასვლის შანსი.
განსხვავება კლასში
"ლიონის” კაპიტანი, კრისი და მეკარე გრეგორი კუპე ჯერ კიდევ ლაზარეთში არიან, მაგრამ გუნდმა მაინც მოახერხა კრიზისის დაძლევა და პერენი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი აჩვენებს სრულიად განსხვავებულ თამაშს, ვიდრე ესპანეთში. "სექტემბერში "ბარსელონას” და "ლიონს” შორის სხვაობა იყო კლასში. ვფიქრობ, რომ ახლა ეს უკვე აღარ განმეორდება. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა იმისათვის, რომ შევამოწმოთ, თუ რამდენად მოვუმატეთ მას შემდეგ. ჩვებ ვაცნობიერებთ "ბარსელონას” ძალას და მის შემტევით პოტენციალს, მაგრამ ამჯერად "ლიონი” მზად არის ბრზოლისათვის” – განაცხადა ალენ პერენმა.
ბენზემას შანსი
"ლიონის” ერთ-ერთ ლიდერად ბოლო დროს იქცა ახალგაზრდა კამირ ბენზემა. მაგრამ შაბათის მატჩში "რენის” წინააღმდეგ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა მიიღო ტრავმა და ახლა მისი თამაში "ბარსელონასთან” საეჭვოა. "მატჩი დღეს რომ იყო დანიშნული, იგი ვერ ითამაშებდა” – აცხადებს პერენი, რომელიც ბენზემას თამაშის შანსებს 30-40 პროცენტით აფასებს. "ლიონის” ლაზარეთში აგრეთვე, ჯერ კიდევ იმყოფება ჩეხი თავდამსხმელი – მილან ბაროში. თუ ბენზემამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, მაშინ მის ადგილს თავდასხმის ხაზში დაიკავებს ბრაზილიელი ფრედი, ხოლო გამოჯანმრთელებული ჟერემი ტულალანი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება და ფაბიო სანტოსს შეცვლის. არის ვარაუდი, რომ ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშებს მატიე ბოდმე, რომელმაც "რენთან” მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ბარსელონა
რონალდინიოს დაბრუნება
საკადრო პრობლემები არ აკლია არც "ბარსელონას”. "რეკრეატივოსთან” მატჩში ტრავმა მიიღო ტიერი ანრიმ და მას საშუალება არ ეძლევა ითამაშოს საკუთარ სამშობლოში, მაშინ, როდესაც სამუელ ეტო’ოს გამოჯანმრთელების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ვერც იგი შესძლებს თამაშს. მოსალოდნელია, რომ "ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს 17 წლის ბოიანი, რომელსაც თავდასხმაში ასევე ახალგაზრდა ლიონელ მესი შეუწყვილდება. ფრანკ რაიკაარდმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი საიუბილეო, 50-ე შეხვედრა ჩაატაროს რონალდინიომ. "იგი თავს უკეთ გრძნობს. ჩვენ შევხედავთ მის მდგომარეობას ბოლო ვარჯიშზე, მაგრამ იგი ახლა უკვე კარგად გამოიყურება” – აღნიშნა რაიკაარდმა.
რაიკაარდის სიფრთხილე
ფრანკ რაიკაარდმა განაცხადა, რომ ელის დიდ წინააღმდეგობას ტალანტური გუნდისგან. "ეს თამაში უფრო რთული იქნება, ვიდრე პირველი მატჩი. "ლიონი” თამაშობს საკუთარ მოედანზე და იმყოფება კარგ ფორმაში. მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ რაიმეთი უარესნი გავხდით წინა თამაშის შემდეგ, პირიქით, ატმოსფერო ჩვენს გასახდელში უფრო გაუმჯობესდა. 1/8 გასასვლელად "ბარსელონას” მხოლოდ ერთი ქულა უნდა, ხოლო გამარჯვება კატალონიელებს ჯგუფში პირველ ადგილს მოაპოვებინებს. "ჩვენს მიერ ჩატარებული გასვლითი თამაშები იდეალურისგან შორს არის და ჩვენ ამის გამოსწორება მხოლოდ თამაშების მოგებით შეგვიძლია” -განაცხადა რაიკაარდმა.
წყარო: www.uefa.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]