"იუვენტუსს" რაკიტიჩისა და ბერნარდესკის გაცვლა სურს
ტურინის "იუვენტუსს" "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირება ძალიან სურს და მის სანაცვლოდ კატალონიურ კლუბს ფედერიკო ბერნარდესკის სთავაზობს. ამ ინფორმაციას იტალიური La Repubblica-ზე დაყრდნობით Sport ავრცელებს.
რაკიტიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ საქმე შეთანხმებამდე არ მივიდა.
მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" ბირთვიდან ამოვარდა, "იუვეს" 25 წლის ფორვარდმა კი გუნდის შემადგენლობაში ადგილი ბოლო მატჩებში დაკარგა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]