სეტიენის პოლიტიკა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
კიკე სეტიენის თქმით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
ლუის სუარესის ოპერაციამ, რომლის გამოც ურუგვაელი 4 თვე ვერ ითამაშებს, "ბარსელონა" შემტევის ძიების აუცილებლობაზე დააფიქრა. გავრცელებული ჭორების მიხედვით, ლიონელ მესის "ბარსელონაში" სერხიო აგუეროს ხილვა სურს.
"საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ ადრეა. უნდა ვიფიქრო და არა იმპულსურად ვიმოქმედო. მინდა ვიცოდე, რა რესურსები მაქვს ხელთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევაფასო რა მჭირდება. ჩვენ ამ საკითხებზე აუცილებლად ვისაუბრებთ." - ციტირებს სეტიენის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Star.
სპორტული გამოცემები ივან რაკიტიჩისა და არტურო ვიდალის წასვლაზე აქტიურად საუბრობენ. "იუვენტუსი" მზადაა ხორვატის სანაცვლოდ მოთხოვილი თანხა გადაიხადოს და "ბარსელონას" ფედერიკო ბერნარდესკიც შესთავაზოს.
ვიდალის შეძენით კი "ინტერია" დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელი ესპანეთში თავს ბედნიერად გრძნობს და მის გეგმებში "ბარსელონას" დატოვება არ შედის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]