"ბარსელონას" თამაშის ბილეთები მოიპარეს

"ბარსელონას" თამაშის ბილეთები მოიპარეს

ოთხშაბათს, 22 იანვარს, პატარა საფეხბურთო კლუბ "იბიცას" ისტორიაში, ალბათ, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება. ეს გუნდი, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში, "ბარსელონას" უმასპინძლებს.

თამაშის სტადიონიდან საყურებლად გულშემატკივრებს ღამის გათენებაც კი მოუხდათ, დღეის მდგომარეობით კი, ყველა ბილეთი გაყიდულია.

და რა უნდა ექნათ იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთები არ შეხვდათ? მათ გადაწყვიტეს, "იბიცას" ოფისში შეპარულიყვნენ და ბილეთები მოეპარათ.

ოფისის კამერებმა 2 პირი დააფიქსირებას, რომელთა ამოცნობაც ვერ მოხერხდა. კლუბმა კი, ბილეთები, რომლებიც სპონსორებისთვის იყო განკუთვნილი, გააუქმა და მათ ნაცვლად ახლები დაბეჭდა.

და თქვენ რა გაგიკეთებიათ საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 21 იანვარი 2020 15:54
    0
    და თქვენ რა გაგიკეთებიათ საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად?
    ნუ თბილისის დინამოზე პრობლემა არა მაქვს, როგორც საქართველოს ნაკრებზე ბილეთი იშოვება ხოლმე.
    ბარსას გულისთვის ორი ღამე ვაკის პარკში გავათენე, და ბილეთი ჩემ შვილსაც ავუღე რომელიც ესპანეთიდან ამ თამაშისთვის ჩამოვიდა. მე კი სტურობა შვილთან ისე დავგეგმე (აპრილში) რო ბარსას თამაშზე მოვხვედრილიყავი მენდისოროსაზე(ვიტორიაში)ალავესთან. თან სამგზავრო ბილეთი ისე ავიღე რო ბარსელონაში ჩავსულიყავი და კამპ ნოუ დამეთვალიერებინა. და მესისთან სურათი გადამეღო.(ალბათ ხვდებით მესი. ლეოს სურათი იყო კარდონისგან გამოჭრილი).

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    აუუ, რა ჯიგრები არიაან heart_eyes . იმედია ქურდად არ შერაცხეთ joy joy .

    არა ძმაო, ლენინს უთქვავს: "წიგნის მომპარავი ქურდი არ არისო". ჩვენ შემთხვევაში ეს ასე ითარგმნება: "ბარსას თამაშზე ბილეთის მოპარვა მოსულა-ო" ოღონდ არ უნდა გაიგონ და არ გაუუქმონ ის ოფლით მოპოვებული ბილეთი.
    MeGauchoSi
    სტუმარი [?]
    #9 21 იანვარი 2020 02:25
    2
    რა გამიკეთებია და საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე საათამდე 1500 კაცი დავარეგისტრირე ვაკის პარკში და მთელი მეორე დღე რიგებს ვაკონტროლებდი, რომ არ შეპარულიყო ვინმე სხვის მაგივრად... ეს როდის იყო არ დავწერ აქ... შესაძლოა ბევრი თქვენგანი გავიცანი კიდეც იქ... :)
    რაც ყველაზე რთული იყო რიგში უკნიდან ეწერებოდნენ და მაგ აღვკვეცე... რის შემდეგ სამართლიანად ეწერებოდა ყველა სიაში...
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #8 21 იანვარი 2020 01:04
    0
    ციტატა: MisterD
    რა გვიქნია და ბილეთები.ჯი გაგვიჭედავს kissing_heart

    ვაკის პარკში ღამეები არ გვითენებია?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 იანვარი 2020 00:15
    2
    აუ რა გაუტყდებოდათ როჟებს 😂😂😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    MDM427
    სტუმარი [?]
    #6 20 იანვარი 2020 23:30
    9
    ტორპედოს მაზუთწასმული სტადიონის კედელზე გადავმძვრალვარ და ჩამოხტომისას ფეხი მიღრძვია. თან მერე გავიგე, რომ შესვლა ისედაც უფასო ყოფილა.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #5 20 იანვარი 2020 22:11
    7
    ეხა ესენი რო დაიჭირონ ეგ უფრო დიდი დანაშაული არ იქნება ?😂
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 20 იანვარი 2020 21:55
    6
    აუუ, რა ჯიგრები არიაან heart_eyes . იმედია ქურდად არ შერაცხეთ joy joy .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 იანვარი 2020 21:39
    4
    და თქვენ რა გაგიკეთებიათ საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად?

    საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად თუ ბარსელონას თამაშის სანახავად ?
    --------------------
    Barca
    Culé [?]
    #2 20 იანვარი 2020 21:39
    7
    აბა რას იზამდნენ 12 ათასიანი სტადიონი ვის რაში ეყოფა ბარსა როცა თამაშობს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 20 იანვარი 2020 21:32
    17
    რა გვიქნია და ბილეთები.ჯი გაგვიჭედავს kissing_heart
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca