El Confidencial: ნეიმარი კიკე სეტიენის მუშაობის სტილით დაინტერესდა
როგორც ჩანს, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებით ისევაა დაინტერესებული.
El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელმა ყოფილ თანაგუნდელებს მათი ახალი მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის შესახებ ჰკითხა.
ცნობილია, რომ ნეიმარს, რამდენიმე "ბარსელონელთან" ერთად, საერთო ჩეთი აქვს. წყაროს ცნობით, სწორედ ამ ჩეთში იკითხა ბრაზილიელმა კიკე სეტიენის შესახებ, პასუხად კი 61 წლის სპეციალისტის დადებითი დახასიათება მიიღო.
უცნობია, საიდან მოიპოვა El Confidencial-მა ფეხბურთელების ჩეთში მიმოწერის შესახებ ინფორმაცია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]